Sunday, September 27, 2015

მესამე დღის რეფლექსია

     დავხვეწეთ პროექტის იდეა, ერთმანეთს გავუზიარეთ კომენტარებით ,გავეცანით პროექტის შაბლონს, ჩვენს ბლოგზე განვათავსეთ ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით შესაბამისი ძირითადი მიმართულებები პროექტის მიზნის შესაბამისად.

პროექტის სასწავლო მიზნები

Saturday, September 26, 2015

მეორე დღის რეფლექსია

დამოუკიდებლად გავიარეთ წინა მეცადინეობის მასალები გავიხსენეთ პროექტის შაბლონი ინდივიდუალურად ვიმუშავეთ პროექტის იდეაზე ,შინაარსზე  ვისწავლეთ ბლოგზე ფონების შეცვლა  ,ახალი პოსტების შექმნა, მინდა ავღნიშნო ძალიან ეფექტურია თეორიული და პრაქტიკული მასალის ურთიერთშენაცვლების გზით საკითხის შესწავლა.

პროექტის იდეა

          ეკოლოგიური ცნობიერების მნიშვნელობა გარემოს დაცვით საქმეში

        ჩვენს რაიონში მძიმე ეკოლოგიური მდგომარეობაა.მომავალში ხალხის ცხოვრებას უფრო გაართულებს ეკოლოგიური პრობლემების უგულებელყოფა.
  •    მოსწავლეები გამოავლენენ სოფლისათვის მნიშვნელოვან ეკოლოგიურ პრობლემებს.
  •                 მოსწავლეები აკვირდებიან საცხოვრებელ პუნქტთან არსებულ მოუწესრიგებელ ნაგავსაყრელებს.
  •                 აგროვებენ,მოიძიებენ ინფორმაციას იმის შესახებ თუ როგორ აწესრიგებენ მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები ნაგავსაყრელებს.
  •                 ადარებენ ჩვენი ქვეყნის და განვითარებული ქვეყნების ნაგავსაყრელებს, ადგენენ მათი მოწყობის ახლებურ გზებს.
  •                აანალიზებენ ადამიანების უარყოფით დამოკიდებულებას გარემოსთან.
  •                ეკოლოგიური წიგნიერების მიზნით ახდენენ მოსახლეობის ინფორმირებას ბუკლეტების, სარეკლამო ბროშურების გავრცელების გზით     
  • აცხადებენ კონკურსს "ვისი უბანი უფრო სუფთაა".